1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კორექტორ-მეთვალყურე ტერენტი წერეთლის თხოვნა იმის შესახებ, რომ საზოგადოების გამგეობას შეეძინა მისთვის ელექტრო ტრამვაიში მიმოსვლის მუდმივი ბილეთი, რადგან საქმეების გამო მას ყოველდღე უხდებოდა სხვადასხვა ადგილებში ტრამვაით სიარული: ქაღალდის შესაძენად, სტამბებში და სხვაგან. მუდმივი (1 წლის ვადით) ბილეთი ღირდა 660 მანეთი. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ ტრამვაის ქირა ფაქტიური ხარჯების მიხედვით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი