1909 წლის 24 მაისს ახალ სენაკში ბიბლიოთეკა-სამკითხველო დაარსდა. ორგანიზაციის გამგედ გიორგი გამზარდია დაამტკიცეს. სენაკის გამგეობამ სამკითხველოს გასახსნელად 929.46 მანეთი გაიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი