1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დადგინდა, რომ ახალი სენაკის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოში 1919 წელს მიდიოდა გაზეთები: „ერთობა“, „საქართველო“, „სახალხო საქმე“, „შრომა“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და სხვა. ჟურნალებიდან კი: „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“ და „განათლება“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი