საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 37423

ფაქტი 37423

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თავადმა ალექსანდრე ვახვახიშვილმა თელავის მოსახლეობის სახელით ეკლესიის მოძღვარ სოლომონ ფირანოვს ერთ-ერთი მოსახლის ბავშვის ნათლობის დროს ჰკითხა თუ რატომ აქამდე არ ჰქონდათ გაკეთებული ეკლესიისთვის კანკელი, რომლის თანხა კარგა ხანია მიიღეს მოსახლეობისგან. მცირე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მღვდელმა ალექსანდრე ვახვახიშვილს მომრიგებელ მოსამართლესთან უჩივლა და მოწმეებად მღვდელი დიმიტრი ხარიტოვი და დიაკვანი ივანე მაისურაძე წარადგინა, თუმცა მოსამართლემ ალექსანდრე ვახვახიშვილი გაამართლა, რადგან მას კითხვის დასმით არც შეურაცხყოფა მიუყენებია მღვდლისთვის და არც ნათლობის რიტუალის ჩატარებაში შეუშლია ხელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 37423; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .