1886 წლის 26 იანვარს თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების კრებაზე თავმჯდომარე მ. შიუკაშვილმა წაიკითხა წლიური ანგარიში, რომლის მიხედვით სარგებელი იყო 606 მანეთი და 39 კაპიკი, ჯარიმები – 41 მანეთი და 22 კაპიკი, დაბრუნებული სესხი – 12 112 მანეთი და 50 კაპიკი, სასარგებლოდ შემოტანილი – 1282 მანეთი და 87 კაპიკი, ნასესხები ფული – 700 მანეთი, სათადარიგო თანხა – 23 მანეთი, წვრილმანი შემოსავალი – 3 მანეთი და 84 კაპიკი, მთელი წლის შემოსავალი – 16 651 მანეთი და 82 კაპიკი, გასავალი – 15 860 მანეთი და 66 კაპიკი.

წყარო: ივერია, 1886 | 2 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა