1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თ. ზ. ვახვახოვის განცხადება, რომ ხსნიდა ღვინის სარდაფს სახელწოდებით „კურდღელაური“, რომელიც მდებარეობდა სასახლის ქუჩაზე, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის (არწუნისეულ) სახლში, N 10-ში. სარდაფში გაიყიდებოდა საკუთარი ბაღების კახური ღვინო.

წყარო: ივერია, 1886 | 2 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა