1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბაქოს განყოფილების წიგნსაცავში არსებული 1510 წიგნიდან 540 საყმაწვილო იყო. წიგნებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან | 1915-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი