1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე სვიმონ კვიტაშვილმა და ილია აგლაძემ ბაქოელი ქართველებისთვის კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამგეობამ წარმოდგენათა სისტემატურად მოსაწყობად ბიუჯეტიდან საჭირო თანხა გამოყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმები, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები და წლიური ანგარიშები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი