საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3817

ფაქტი 3817

1919 წლის 29 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს იოსებ ივანეს ძე ოცხელის გარდაცვალებაზე. იგი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე იყო. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა, განსვენებულის ძმებისთვის სამძიმრის დეპეშა გაეგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3817; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .