1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჭის მაზრის ერობის რწმუნებულის თხოვნა, ნისიად გადაეცათ ქ.ონის წიგნის მაღაზიისთვის სხვადასხვა სასწავლო ნივთები: 300 ცალი დედა ენის პირველი ნაწილი, 2000 ცალი – მეორე ნაწილი, 500 ცალი სხვადასხვა რვეული და 50 კომპლექტი ყველა მათ მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები მასწავლებელთათვის. გამგეობამ გადაწყვიტა ასი ათასი (100.000) მანეთის წიგნების ნისიად გადაცემა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი