საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4025

ფაქტი 4025

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სიღნაღის განყოფილების გამგეობის შუამდგომლობა. ისინი ითხოვდნენ, რომ მთავრობის მიერ გაწეული სამოსწავლო დახმარებიდან (30 000 მანეთი) 1918 წლის პირველი იანვრიდან ნუკრიანის სკოლის ორი მასწავლებლის ხელფასის შესავსებად გადაედოთ შესაბამისი თანხა. გამგეობის გადაწყვეტილებით, სიღნაღის განყოფილებას უარი ეთქვა, რადგან აღნიშნულ თანხას სპეციალური დანიშნულება ჰქონდა. დადგენილების ოქმს ხელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აწერდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4025; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .