1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს უნივერსიტეტთან არსებული „სამეცნიერო წრის“ სატერმინოლოგიო სექციისთვის სხვადასხვა ხელნაწერის საჭიროების საკითხი. ხელნაწერები საზოგადოების მუზეუმში იყო დაცული. ოქმს ხელს აწერდა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი