1924 წელს პატიმრობაში მყოფმა მიხეილ ანჩაბაძემ თანამშრომლობის სანაცვლოდ შეწყალება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ შეეძლო ეჩვენებინა ადგილები, სადაც ჩოლოყაშვილის ბანდის წევრები იმალებოდნენ და ეთქვა თელავში მისი აგენტების სახელები, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა თავად ჩოლოყაშვილისთვისაც მიეგნოთ.

წყარო: მიხეილ თამშუკის ძე ანჩაბაძის საქმე | N 2436
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი