1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი ზოგიერთ წიგნებზე ფასების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა მიენდო პრეზიდიუმს, საკუთარი შეხედულებისამებრ მოემატებინა ზოგიერთი წიგნების ფასი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი