1948 წლის 24 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ კირიონ მაღლაკელიძეს ფული გაუგზავნა და მასზე ზრუნვა ბ. ვეფხვაძეს სთხოვა. ვეფხვაძეს უფროსი ექიმისგან კირიონის ჯანმთელობის გასაუმჯობესებლად რჩევები უნდა მიეღო.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი ბუჭუ (გაიოზ) მაღლაკელიძისადმი 1948 | 24 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი