შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მისთვის მიეწერა გერმანიაში დაარსებულ პრესის ბიუროში დასაბეჭდად რა თემებზე იყო საჭირო ინფორმაციის მოძიება. ურჩია, თანამშრომლებისთვის ჰონორარების გადახდის საკითხი მოეგვარებინა. ის, ვინც გაიოზ მაღლაკელიძის მიერ დაარსებული ორგანიზაციისთვის თანხას გაიღებდა, მისი პარტნიორი ხდებოდა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი ბუჭუ (გაიოზ) მაღლაკელიძისადმი. თავის მოსაზრებებს უზიარებს პრესის ბიუროს „ევროპული ინფორმაციების“ შესახებ, რომელიც გერმანიაში დააარსა გ. მაღლაკელიძემ 1948 | 10 დეკემბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი