საქართველოს საგანგებო კომისიის დადგენილების თანახმად, გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია იყო სენაკის ნაციონალ-დემოკრატების არალეგალური კომიტეტის თავჯდომარე. იღებდა აქტიურ მონაწილეობას ყაჩაღურ თავდასხმებში, ნაციონალ დემოკრატების პარტიის სასარგებლოდ. გეგმავდა სენაკიდან წამოსულიყო და შეერთებოდა პოლიტბანდას. ამიტომ საქართველოს ჩეკაში გადაწყვეტილება მიიღეს დაეკავებინათ 1924 წლის 27 ივნისს.

წყარო: გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას საქმე | N 25 224
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი