1948 წლის 27 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ესპანეთის ელჩებს შეხვდა, თუმცა მათ საუბარს საქმისთვის სარგებელი არ მოუტანია. შეატყობინა, რომ მას სამჯერ ესტუმრა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ეგვიპტეში მოგზაურობდა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი ბუჭუ (გაიოზ) მაღლაკელიძისადმი 1948 | 27 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი