შალვა მაღლაკელიძის მიერ გაიოზ მაღლაკელიძისადმი მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ ესპანეთში, ამერიკელების ზეგავლენით, გერმანიიდან და იტალიიდან არავის იღებდნენ. იქ მყოფი ცნობილი ფაშისტები და ნაციონალ-სოციალისტები სამხრეთ ამერიკაში გაგზავნეს. გადასახლების პროცესში ამერიკელებს თავად ესპანელები დაეხმარნენ.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი ბუჭუ (გაიოზ) მაღლაკელიძისადმი. სწერს თვისი მომავალი მოგზაურობის შესახებ არგენტინასა და ესპანეთში. აცნობებს, რომ მღვდელი თარხნიშვილის დახმარებით ვიქტორ ნოზაძე აპირებს ვატიკანში ჩასვლას და ქართულ ენაზე საეკლესიო წიგნების დაბეჭდვას
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი