1919 წლის 3 ივნისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, რომ თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება მილიციის მიერ ღამის საათებში ჩხრეკის ჩატარების აკრძალვის შესახებ, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. ბრძანების მიხედვით, მოქალაქეთა პრეტენზიების გამოსარიცხად მილიციას სისხლის სამართლის საქმეზე ჩხრეკა მაღალი თანამდებობის პირების თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 3 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა