1920 წლის 2 თებერვალს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს ივ. სანაყოევს წლის ბოლომდე ვერ გადააყენებდნენ თანამდებობიდან. წლის ბოლოს მას ან გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან ან სხვა ადგილას გადაიყვანდნენ სამუშაოდ. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.

წყარო: ოქმი ჯავის სასწავლებელში მშობლიური (ოსური) ენის სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი