მინისტრთა საბჭოს წინაშე 1918 წლის 20 ივლისის განათლების მინისტრის მოხსენების თანახმად,ხონის საოსტატო სემინარიის შესახებ, პედაგოგიური საბჭოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სახურავის შესაკეთებლად და შესაღებად საჭირო იყო 3510 მანეთი. სამინისტრო მხარს უჭერდა თხოვნას და შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, რომ ხაზინიდან ეს თანხა გაეცათ.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი