საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5147

ფაქტი 5147

1918 წლის 26 ივლისს განათლების მინისტრმა მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ სომეხთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის, ტიგრანიანის პროტესტი ყოფილი სამოსწავლო ოლქის ლიკვიდაციის წესის წინააღმდეგ უკვე გაუგზავნა და ახლა უგზავნის ისეთივე პროტესტს აზერბაიჯანის რესპ. წარმომადგენლის გამიდ-ბეკ შახტახტინსკისას. სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაცია უკვე ხორციელდება კომისარ იშკოვის ხელმძღვანელობით, რომელსაც წინადადება მიეცა, აზერბაიჯანის საქმეები აზერბაიჯანის კანონიერ რწმუნებულს გადასცეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5147; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .