1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ფალიაშვილის თხოვნა, მიეცეს წიგნსაცავიდან სახლში სასარგეგბლოდ გუგუნავას გამოცემა „თამარიანი“ ოპერის შესადგენად. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ საერთოდ მიღებული წესით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი