საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5183

ფაქტი 5183

1919 წლის 10 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების სამინისტროს წერილობით აუწყა, რომ 1915 წლის გაზაფხულზე მან და ათანასე ნემცანმა დაიწყეს თელავის ორკლასიანი სასწავლებლის შენება. საბოლოოდ კი მთელი ვალდებულების შესრულება თვითონ მოუწია, რადგან ათ. ნემცანმა უარი თქვა საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე და სადღაც გადაიკარგა, ამიტომ მას მოუწია არა ერთი, არამედ ორი შენობის აშენება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5183; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .