ქალთა VI გიმნაზიის ქართული ენის პროგრამა III და V რუსული კლასებისთვის 1919 წლის ოქტომბერში შეადგინა მასწავლებელმა ალ. გაბრიჩიძის ასულმა. ახლავს შენიშვნა: ორივე კლასის პროგრამა ერთნაირი იმიტომ არის, რომ ქართულის სწავლებას ერთდროულად შეუდგებიან. მომავლისათვის ეს ნაკლი უნდა გამოსწორდეს უმცროს კლასებში საგანგებო მეცადინეობით.

წყარო: გიმნაზიების სასწავლო პროგრამები, შედგენილი მასწავლებლების – ვახტანგ კოტეტიშვილის, ივანე გველესიანის, მიხეილ აბრამიშვილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი