1914 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილს ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია – თვეში 300 რუბლი დაუნიშნა. 2 წლის შემდეგ მას ეს თანხა საზოგადოებისათვის უკან უნდა დაებრუნებინა.

წყარო: მალაქია გობეჯიშვილის განცხადება მისთვის ზუბალაშვილის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ | 1893-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი