1949 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ფათალი ხან ხოისკის ცნობით, ანკარაში ბევრმა აზერბაიჯანელმა მოყარა თავი. მათ შორის იყო რასულ-ზადეც. ხან ხოისკის ვარაუდით, ომის შემთხვევაში, რუსეთ-კავკასია-ოსმალეთის საზღვარზე არსებული აზერბაიჯანული სამსახურებისთვის ოსმალეთი მნიშვნელოვანი გახდებოდა. მას მიაჩნდა, რომ კავკასიელები აუცილებლად ერთ ორგანიზაციაში უნდა გაერთიანებულიყვნენ.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი | 1949-1949
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რომი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი