1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე მოისმინეს ებრაელთა საზოგადოების თხოვნა კერძო საშუალო ტექნიკუმის გახსნის თაობაზე. მათ ნება მიეცათ ქართლში გახსნან სასწავლებელი იმ პირობით, რომ იქ ქართული ენა ისწავლებოდეს. სკოლის გახსნის საკითხს მინისტრი მას შემდეგ გადაწყვეტდა, თუ აღნიშნული სასწავლებელი დაიმსახურებდა საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღებას.

წყარო: განათლების მინისტრის საბჭოს სხდომის ჟურნალები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი