პატივცემულო ძმაო ვასილი ! ამა ვექილობითა გთხოვთ გამოცხადეთ სადაც და ვისთანაც არის და მიიღოთ იმ ზარალის ფულები, რომელიცა მომივიდა მე ქალაქ ბაქოში ოსმალების ურდოების შემოსევის დროს , ზარალის რაოდებობა ჩემს მიერ გადაგზავნილი არის ქალაქ ბაქოში ქართულ სკოლაში. მიღებისთანავე ფულებისა , მოაწერთ ხელს და გარდმომიგზავნით მე, ერთი სიტყვით სრულიად მოგანდობთ იმოქმედეთ ამ საგანზე ვითარცა მე პირადად და ამა ვექილობითა კანონიერად მოიმოქმედებთ მანდა. არავითარ საჩივარს არ ავღძრავ და სრული კმაყოფილი დავრჩებით. ვექილობა ესე ეკუთვნის დროებით მცხოვრებს ქალაქ თბილისშიდ ვასილი ფარსადანის ძე ჭარბაძეს ესტატე ჭარბაძე საკუთარ ხელის მოწერას ესტატე ფარსადანის ძე ჭარბაძე ვამოწმებ ხელის მოწერითა ჩემითა და დასმითა სათანადო ბეჭდისათა, ოქტომბრის „14“ დღესა 1919 ხვანჭკარის საზოგადოების კომისარი მახალდიანი

წყარო: ბაქოს ქართულ ეროვნულ საბჭოში შეტანილი განცხადებების მიხედვით შედგენილი თურქების მიერ დაზარალებულთა სიები და ანტანტის სახელმწიფოების კომისიის მიერ დაზარალებულტათვის მიცემული საზღაურების მოწმობანი | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი