საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5579

ფაქტი 5579

1919 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1-ლი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საქმისმწარმოებლად დაინიშნა ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე, რადგან ის ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის („სინათლე“) რეორგანიზაციის შედეგად შტატგარეშედ დარჩა. ფაქტი ხელმოწერით ვლადიმერ აბაშიძემ დაადასტურა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5579; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .