განათლების მინისტრის ამხანაგის, ალ. მდივნის 1918 წლის 11 ოქტომბრის მოხსენება ეხებოდა თბილისის საბებიო ინსტიტუტის გაეროვნების ხარჯების დასაფარად კრედიტის გამოყოფას. სულ სჭირდებოდა 4 350 მან. თანხის ნახევარს ინსტიტუტი კისრულობდა არაქართველ მსმენელთაგან შემოსული ფულიდან, დანარჩენს ხაზინას სთხოვდა.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი