საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5800

ფაქტი 5800

ალექსი ჭიჭინაძეს პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიცოცხლეშივე ჰქონდა პენსია წლიურად 1200 მან. საოსტატო სემინარიების ძვ. შტატების მიხედვით და ისიც18 წლით უფრო გვიან, რადგან ყოფილმა სამოსწავლო მთავრობამ სახელმწიფო სამსახურში ნამსახური წლები არ ჩაუთვალა. ამიტომ მის ჯამაგირს ბოლო 18 წელი 1200 მან. აკლდებოდა, ამიტომ განსვენებულის ოჯახობა გაჭირვებული იყო. მისი ავადმყოფი ქვრივი ქმრის ნახევარ პენსიას ღებულობდა 240 მან-ს სიძვირის გამო დამატებით, რაც პურის ფულადაც არ ჰყოფნიდა. განათლების მინისტრის მოადგილე 1918 წლის 21 ნოემბრის მოხსენებაში მასწავლებელ ალექსი ჭიჭინაძის მეუღლის, ეფროსინე ჭიჭინაძისთვის ერთდროული 3000 მან. დახმარების გამოყოფას ითხოვს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5800; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .