1919 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იმის გამო, რომ ხშირი იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, გადასახადთა და სახელმწიფო ხაზინის სამმართველოს უფროსმა ვირსალაძემ ხაზინაში მოხელეების მორიგეობის გამკაცრების შესახებ ბრძანება გამოსცა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 22 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა