1918 წლის 28 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარემ და გზათა მინისტრმა კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარეს აცნობეს, რომ 29 დეკემბრისთვის დანიშნულ კახეთის გზის აქციონერთა სხდომაზე გზათა სამინისტროს მხრიდან მთავრობის წარმომადგენლებად ინჟინერი ი. ო. დადიანი და სამინისტროს კონსულტანტი კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე დანიშნეს.

წყარო: გზათა სამინისტრო. კახეთის რკინიგზის სააქციონერო საზოგადოება | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 16
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი