1917 წლის 1-ლ მაისს (ახალი სტილით) ყვირილაში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე სიტყვა წარმოთქვეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა ყვირილის სოციალ-რევოლუციური კომიტეტიდან – ვალერიან ბაქრაძემ (ქართულად), იაზონ აბაშიძემ (რუსულად), კარლო ჩხეიძემ წაიკითხა ლექსი ქართულად.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 24 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა