1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ხელოვანთა მთავარი კომიტეტი კოტე მარჯანიშვილის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებდა. წიგნისთვის პორტრეტები უნდა დაეხატათ მოსე თოიძეს, ვალერიან სიდამონ-ერისთავს, ირაკლი გამრეკელს, იოსებ შარლემანსა და ვერა ლებედევას.

წყარო: ბარრიკადი, 1924 | 6 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა