საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6145

ფაქტი 6145

1920 წლის 23 ივლისის „ერთობის“ ცნობით, სომხეთის გენერალურმა საკონსულომ ბათუმის საკრებულოს დარბაზში ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოსთვის გადმოცემის გამო ბანკეტი გამართა, რომელსაც დაესწრნენ: ოლქის განსაკუთრებული კომისარი ბ. ჩხიკვიშვილი უახლოესი თანამშრომლებით, სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ აბაშიძე პრეზიდიუმის წევრებთან ერთად, ბათუმში მყოფი საფრანგეთის მისიისა და სომხურ, პოლონურ, ქართულ, ბერძენთა, ებრაულ საზ. წარმომადგენლები და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6145; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .