1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 8 დაიბეჭდა განცხადება, რომ 1-ლი სექტემბრიდან ოზურგეთის მაზრის სოფელ საჭამიასერში იხსნებოდა ოთხკლასიანი სასწავლებელი. მოწაფეებს მიიღებდენ გამოცდით, რისთვისაც საჭირო იყო მომზადება. ადგილობრივმა ინტელიგენციამ გაითვალისწინა ეს და შეადგინა მოსამზადებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: ს. რამიშვილი, დ. თევზაძე, არკადი ხუნდაძე, მ. დუდუჩავა, სილ. ყენია. ბავშვების მომზადება 5 ივნისიდან დაიწყებოდა.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 1 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი