საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6825

ფაქტი 6825

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 დაბეჭდილმა „სიტყვამ თქმულმა თამარ სვიმონის ასული გოგოლაშვილი-ხირსელის მიერ, 11 მარიამობისთვეს ქ. თელავში მასწავლებელთა კავშირის მიერ გამართულ საღამოზე“, რომელიც ეხებოდა რევოლუციას და ქალთა თანასწორობის იდეას, აღაფრთოვანა საღამოზე დამსწრე საზოგადოება. საღამოზე გაიმართა რუსულ-ქართული წარმოდგენა. ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, დასასრულს იგალობა ია. სალხნიშვილის გუნდმა. საღამომ დიდი შემოსავალი მოიტანა და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6825; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .