1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტ М-ის ცნობით, ვინაიდან დენიკინელებს ძალიან სჭირდებოდათ ცოცხალი ძალა, მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლება ცდილობდა ინგუშეთის მმართველის, მალსაგოვისა და მისი ოფიცრების მეშვეობით დაეჩქარებინა ინგუშ მოხალისეთა მობილიზება, მაგრამ – უშედეგოდ. გათიშვის ნაცადმა პოლიტიკამაც ინგუშთა მხოლოდ იმ ნაწილში გაჭრა (კანტიშევო, ბაზორკინო, დალაქო), რომელმაც თებერვლის სისხლიანი დღეების სიმწარე იწვნია: დაშინებულმა და საკუთარი ძალების რწმენადაკარგულმა მოსახლეობამ კარგად იცოდა, რაც ელოდა კაზაკებთან და „დობროარმიასთან“ კონფლიქტის შემთხვევაში.

წყარო: „ვოლნი გორეცი" ( „ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ" – „თავისუფალი მთიელი"), №1, 1919 წლის 8 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა