საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7528

ფაქტი 7528

1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ აქვეყნებს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისრის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის ბრძანებას: „საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედებისთვის, სახელმწიფოს სასარგებლოდ პოლკოვნიკ იონინის ჩამოერთვას უძრავი და მოძრავი ქონება – სამი დესეტინა ბაღი სარიმაულში, საცხოვრებლით და სხვ.; გენერალ ტერმენს – უძრავი ქონება მდებარე ორთაბათუმში, მიწა – ხეხილით და ვენახით გაშენებული 15 დესეტინამდე, სახლი და სხვ.“ მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელს, აგრონომ რცხილაძეს დაევალა ჩაებარებინა ეს მამულები, როგორც სახელმწიფო ფონდში გადარიცხული საკუთრება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7528; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .