საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7703

ფაქტი 7703

1920 წლის 18 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია სია იმ ახალი წიგნებისა, რომლებიც ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარის საქართველოსთან შეერთების სამახსოვროდ დაბეჭდა და ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრებას ეხებოდა: „რა ენით უნდა განათლდნენ ქართველ მაჰმადიანთა ძენი“, „ქართველი მაჰმადიანი ქალი და მრავალი ცოლიანობა მათში“, „ცრუ მორწმუნება ქართველ მაჰმადიანისა და მათი ცხოვრების თარეში“ და სხვ. სულ გამოიცა 10 წიგნი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7703; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .