1918 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სახალხო გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება წაიკითხა. მისი თქმით, ქართულ მხარეს და იმ ბოლშევიკებს შორის, რომლებიც აფხაზეთიდან ცდილობდნენ ამიერკავკასიაში შემოსვლას, მოხდა შეტაკება, სადაც ქართულმა მხარემ მოწინააღმდეგე დაამარცხა.

წყარო: საქართველო, 1918 | 1 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა