საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8359

ფაქტი 8359

გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1-ში აჰმედ ცალიგოვის ისტორიული მიმოხილვა ეყრდნობა ისტორიკოსთა (ს. ესაძის, შეპელევის) შრომებსა და საოლქო შტაბის არქივში დაცულ მასალას: შამილის დამარცხებამ და აღმოსავლეთ კავკასიის დაცემამ საბედისწეროდ იმოქმედა დასავლეთ კავკასიაზეც - იმედდაკარგულმა ხალხმა თანდათან იწყეს მორჩილების ფიცის დადება ან თურქეთში გადასახლება. სწორედ ამ ძნელბედობის ჟამს იკისრა მეჯლისმა ისტორიული როლი: დამოუკიდებლობის დასაცავად გააერთიანა დასავლეთკავკასიელ ხალხთა დაუმორჩილებელი ძალები, რომლებმაც იარაღით, საშინაო გარდაქმნებითა და უცხოეთის სახელმწიფოების ყურადღების მიპყრობით სცადეს დაპირისპირებოდნენ დამპყრობლებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8359; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .