1951 წლის 6 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მისწერა, რომ ინსაბატო ნაწყენი იყო, რადგან 3 წერილზე პასუხი არ დაუბრუნა. სთხოვა, მიეწერა და შეახსენა, რომ ინსაბატო ძალიან ბევრ საკითხში ეხმარებოდა შალვა მაღლაკელიძეს.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი 1951 | 6 აპრილი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: პაკისტანი, გერმანია, კარლსრუე
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი