1919 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის პარლამენტის 4 სექტემბრის სხდომაზე თავმჯდომარე ა. აგარონიანი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელს, გერასიმე თომას ძე მახარაძეს მიესალმა. მან ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე და 1918 წლის სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო მწუხარება გამოთქვა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 10 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა