საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8737

ფაქტი 8737

1918 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიამ და ბათუმის ოლქმა სახალხო განათლების მინისტრს აცნობეს, რომ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს დამთავრებული ჰქონდა სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი, რისი მოწმობაც დირექციაში ინახებოდა. აბულაძის შესახებ ყველა დამატებითი ცნობების მიღება შესაძლებელი იყო ამიერკავკასიის რკინის გზის სამოსწავლო განყოფილებიდან. /учебнъй отдъл/. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ მგელაძე და საქმისმწარმოებელი ივ. ჯანელიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8737; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .