1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გერმანიაში დასაბრუნებლად ყველა საჭირო საბუთი მზად ჰქონდა და ფულის შოვნას ცდილობდა. დაჰპირდა, რომ თუ 14 თებერვლამდე ვერ ჩავიდოდა, ახალ მისამართს მისწერდა. აცნობა, რომ მეტრეველისა და დემეტრაშვილის გაზეთები მიიღო, ვიქტორ ნოზაძის გაზეთები კი არა.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი 1952 | 8 თებერვალი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: პაკისტანი, კარაჩი, გერმანია, ბონჰერიმერი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი