1951 წლის 29 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ ვიქტორ ნოზაძისგან წერილი მიიღო. მათ პირობა დადეს, რომ საინტერესო გაზეთებსა და ცნობებს გაუგზავნიდნენ ერთმანეთს. შეთანხმების თანახმად, მნიშვნელოვანი ცნობების ასლებს გაიოზ მაღლაკელიძესაც გაუგზავნიდნენ გერმანიაში.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი 1951 | 29 ნოემბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: პაკისტანი, კარაჩი, ბონი, გერმანია
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი